კომპანია “კაია” წარმოადგენს მრავალპროფილური ფურცლოვანი თუნუქის საწარმოს, რომელიც თანამედროვე კომპიუტერული ციფრული მართვის (CNC) ტექნოლოგიებით აღჭურვილი მანქანა-დანადგარების გამოყენებით აწარმოებს სხვადასხვა ტიპის, ფორმისა და სირთულის პროდუქციას.
საწარმოში შესაძლებელია მსოფლიოში არსებული თუნუქის ყველა ტიპის დამუშავებით წარმოება.
მანქანა დანადგარების საწარმოო ცდომილება მერყეობს 0,02 მმ – დან 0,1 მმ – მდე.
გამოყენებული აპარატურა იძლევა დამატებით საშუალებას, გეომეტრიული ფორმების ზომები ჭრისას, კეცვისას, ღუნვის ან/და დაპრესვისას, იმართებოდეს კომპიუტერის მიერ სრულ ან ნახევრად ავტომატურ რეჟიმში.