სანამ ხარაჩოს შეიძენ, გადაამოწმე რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს

ძალიან რთულია, ბაზარზე იპოვო ზუსტად ისეთი ხარაჩო, რომელიც დააკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს, ამავდროულად, იქნება გამძლე და პრაქტიკული.

გამარჯობა, მე ვაჩე ვარ და დაგეხმარები აირიდო თავიდან ინსპექტირებისას ათასობით ლარის ჯარიმები და გააკეთო საუკეთესო გრძელვადიანი შენაძენი. მნიშვნელოვანია იცოდე, რომ ქვეყანაში შემუშავებულია საქართველოს კანონმდებლობის 477-სიმაღლეზე მუშაობის უსაფრთხოების მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი, რომელსაც აუცილებლად უნდა ითვალისწინებდეს
მწარმოებელი კომპანია.

რა არის კანონის მთავარი მოთხოვნები? მოდი ერთად გავეცნოთ:

  1. ხარაჩოს უნდა ჰქონდეს დამცავი მოაჯირები, რომელიც აკმაყოფილებს ჰორიზონტალური ძელების დისტანცირებისა და მიწოლის დატვირთვის მოთხოვნას. ისინი უნდა დამონტაჟდეს ყველგან, სადაც არსებობს სიმაღლიდან ვარდნის პოტენცური საფრთხე:

2. სამუშაო პლატფორმაზე უნდა იყოს დამონტაჟებული მინიმუმ 10 სმ-ის სიმაღლის ქვედა ჰორიზონტალური ძელი სხვადასხვა საგნის ან ხელსაწყოს ვარდნის თავიდან ასაცილებლად.

3. ხარაჩოების მოაჯირები უნდა იყოს 90-120 სმ-ის სიმაღლის. მოაჯირის ზედა ძელი უნდა უძლებდეს 5 სმ-ის დისტანციიდან არანაკლებ 90 კგ-ის მიწოლით დატვირთვას.

4. მოაჯირების დაბოლოებები ისე უნდა იყოს მოწყობილი, რომ არ გამოიწვიოს ადამიანის დაზიანება

5. მისი ნებისმიერი დეტალი იყოს სათანადოდ მყარი მასალისგან წარმოებული.

6. აკრძალულია ხარაჩოების ასაგებად ან საყრდენად აგურების, კანალიზაციის მილების, ხის გალიების, ყუთების ან სხვა არასათანადო და არამყარი მასალების გამოყენება.

7. თუ ხარაჩო 2 მეტრის ან მეტი სიმაღლისაა, სამუშაო პლატფორმის სიგანე არ უნდა იყოს 80 სმ-ზე ნაკლები.

8. ხარაჩო უნდა იყოს სწორად დაპროექტებული, ქარხნულად დამზადებული და მოვლილი რათა გამოირიცხოს მათი ჩამოშლა ან შემთვევით გამოძრავება.

9. ბორბლებზე მოძრავი ხარაჩო აგებული უნდა იყოს სწორ მყარ და გლუვ ზედაპირზე და ისე უნდა დაფიქსირდეს რომ გამოირიცხოს მისი გამოძრავება მასზე დასაქმებულის მუშაობის პროცესში

10.გადასატან ხარაჩოს უნდა გააჩნდეს მასზე მყარად დამაგრებული შესაბამისი კიბე.

11. ხარაჩოს აუცილებელია ჰქონდეს შესაბამისი სერტიფიკატი და ტექნიკური პასპორტი.

ეს არის კანონის ძირითადი პუნქტები, თუმცა სრული ვერსია შეგიძლია ნახო აქ.

გარდა ზემოთ ჩამოთვლილი აუცილებელი მოთხოვნებისა, კარგი იქნება შეძენამდე გაითვალისწინო სხვა ნიუანსები, რომელიც სამომავლოდ საქმეს გაგიმარტივებს:

  1. ხარაჩო ჯობია, იყოს კომფორტული როგორც აწყობილ, ისე დაშლილ მდგომარეობაში გადასაადგილებლად.

2. მნიშვნელოვანია, რომ ხარაჩო იყოს ასაწყობად მარტივი.

3. აუცილებელია ხარაჩოს მოყვებოდეს ზუსტი დეტალური ინსტრუქცია, რომ სწორად ააწყო და დაზიანებაც აირიდო თავიდან.

4. კარგია თუ ხარაჩოს კიბეები არის ფიქსირებული, ამით აწყობის დროს  50%-მდე შეამცირებ.

5. თუ პროდუქციის თითოეულ დეტალს ექნება ინდივიდუალური კოდი, ინსპექტირებისას შეძლებ წუნდებული დეტალის იდენტიფიცირებას, იმ დეტალისთვის აქტის დაწერსა და შემდგომ ბუღალტრულად ჩამოწერას, რაც თავიდან აგაცილებს  სრულ ხარაჩოზე ნაკლოვანების აქტის დაწერის შესაძლებლობას ინსპექტორის მიერ.

6. ასევე კოდები უზრუნველყოფს რომ ობიექტზე შენი ხარაჩო არ აერევათ საკუთარ პროდუქციაში და თავიდან აირიდებ გაუგებრობებს.

7. ამავდროულად, კანონის მოთხოვნის შესაბამისად,  პერიოდულად სავალდებულოა ხარაჩოს ინსპექტირების აქტის, ასევე ხარაჩოს გადაცემის აქტის ფორმების შევსება, რისთვისაც მნიშვნელოვანია, მოხდეს პროდუქციის იდენტიფიცირება,  რომლის შესაძლებლობასაც სწორედ უნიკალური კოდები მოგცემს.

ბოლოს კი უნდა გითხრა, ზემოთ ნახსენები კანონი ჩვენც გვავალდებულებს რომ აღჭურვილობის გამოყენებისას პასუხისმგებელმა ან მის მიერ დანიშნულმა პირმა ამ აღჭურვილობის შემოწმება მოახდინოს:

  1. ექსპლუატაციაში შესვლამდე
  2. ექსპლუატაციის შემდეგ, პერიოდულად − არანაკლებ 7 დღეში ერთხელ
  3. აღჭურვილობის მოდიფიკაციის, გარკვეული პერიოდით მოცდენის, ცუდი ამინდის, სეისმური რყევების ან ნებისმიერი სხვა გარემოების დადგომის შემდეგ, რომელსაც მის ტვირთამწეობაზე ან მდგრადობაზე ზეგავლენის მოხდენა შეუძლია
  4. შემოწმების ანგარიში უნდა მომზადდეს წერილობით, რომელსაც ხელს უნდა აწერდეს კომპეტენტური პირი და ინახებოდეს შრომის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ პირთან.

 ამ დოკუმენტაციის შაბლონები კაიას პასპორტის ბოლო გვერდზეც შეგიძლია ნახო. ჩამოტვირთე დოკუმენტი აქ.

ვეცადე მაქსიმალურად სასარგებლო ყოფილიყო შენთვის მოწოდებული ინფორმაცია. იმედი მაქვს, გაგიმარტივე არჩევის პროცესი.

თუ კიდევ რაიმე კითხვა გაქვს, დაგვირეკე კაიაში: 555 55 28 20

გაზიარება:

Shopping Cart

კომპანია იღებს პასუხისმგებლობას, რომ თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია არის კონფიდენციალური და არ ექვემდებარება მესამე პირისთვის გადაცემას.