ჩვენ შესახებ

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება KAYA-ში, სადაც გელოდებათ ფურცლოვანი თუნუქის სამშენებლო მასალები, რომლებიც მორგებულია თქვენს სამრეწველო საჭიროებებზე. Საინჟინრო სისტემების მონტაჟს ახორციელებთ, საწყობების მოწყობა გჭირდებათ თუ მშენებლობისთვის უსაფრთხო და სერტიფიცირებულ ხარაჩოებს ეძებთ, ჩვენი პროდუქტები თქვენს საჭიროებებს იდეალურად ეხმიანება.

KAYA-ში ჩვენ ვამაყობთ თუნუქის პროდუქციის ასორტიმენტით, რომელიც შექმნილია თანამედროვე, უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით. გამძლე და მდგრადი საკაბელო არხები, ქართულ სტანდარტებზე მორგებული, სერტიფიცირებული ხარაჩოები, ამერიკული სტილის ვენტილაციის პროდუქტები, გათბობის უჟანგავი წყლის ავზები მცირე ჩამონათვალია იმ არჩევანისა, რომელიც ჩვენს საწარმოში დაგხვდებათ. Ჩვენი მიზანია, გაგიმარტივოთ ბიზნეს ოპერაციები და ხელი შეგიწყოთ თქვენი კლიენტებისთვის განსაკუთრებული შესრულებისა და საიმედო ხარისხის უზრუნველყოფაში.

Სამშენებლო ინდუსტრიაში ჩვენი დიდი გამოცდილებიდან გამომდინარე კარგად გვესმის პროდუქტების საიმედოობისა და გამძლეობის მნიშვნელობა. Განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ ამ სფეროში ჩართული ადამიანების უსაფრთხოებისა და კომფორტის საკითხებს, ვინაიდან გვჯერა, რომ ჩვენი წარმატება კლიენტების წარმატებაზე გადის. ამიტომ წარმოების პროცესში ჩვენ მუდმივად ვფიქრობთ, როგორ შევქმნათ და გავაუმჯობესოთ პროდუქტი ისე, რომ ჩვენი კლიენტების და მათი კლიენტების, პროდუქციის უშუალო მომხმარებლებისა და სხვა ჩართული პირების ყოველდღიური საქმიანობა უფრო სასიამოვნო გავხადოთ.

დაგვიკავშირდით დღეს, რომ გაიგოთ მეტი ჩვენი პროდუქტების შესახებ და როგორ შეგვიძლია დავაკმაყოფილოთ თქვენი კონკრეტული მოთხოვნები.

Shopping Cart

კომპანია იღებს პასუხისმგებლობას, რომ თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია არის კონფიდენციალური და არ ექვემდებარება მესამე პირისთვის გადაცემას.