სპეციალური შეთავაზება

როგორ ხდება სპეციალური, არასტანდარტული პროდუქციის შეკვეთა?

გარდა საიტზე წარმოდგენილი სტანდარტული პროდუქციისა, კაიაში შეგიძლია სპეციალური შეკვეთებიც განათავსო. მაგალითად, თუ განსხვავებული ზომის, ფერის ან სხვა მახასიათებლების პროდუქციის შეძენა გსურს, შეგიძლია დაგვიკავშირდე და ჩვენი გუნდი ყველაფერს გააკეთებს, რომ საუკეთესო გადაწყვეტა შემოგთავაზოს.

როგორ ხდება არასტანდარტული პროდუქციის შეკვეთა?

როდესაც კლიენტს ესაჭიროება ისეთი პროდუქტი, რომელიც ჩვენს კატალოგში არ იძებნება, მის საწარმოებლად, როგორც წესი, საჭიროა შეიქმნას კონკრეტული ნახაზი. ამისათვის ჩვენი კონსტრუქტორი იწყებს მუშაობას კონკრეტული მოდელის შესაქმნელად. ეს პროცესი, ბუნებრივია დროსა და ძალისხმევას მოითხოვს, შესაბამისად, ეს მომსახურება ფასიანია.

როდესაც კონსტრუქტორი დაასრულებს ნახაზზე მუშაობას, კლიენტთან ხდება ამ მოდელის ნიუანსების შეთანხმება და მხოლოდ ამის შემდეგ ჩაეშვება წარმოებაში.

ხშირად გვეკითხებიან თუ რატომ მოითხოვს სპეც. შეკვეთა შედარებით დიდ დროს. წარმოების ვადები დამოკიდებულია რამდენიმე გარემოებაზე, მაგალითად, შეკვეთის სირთულეზე, მოცულობაზე, საწარმოს დაკავებულობაზე. ვინაიდან საწარმო ბევრი სხვადასხვა პროდუქტის წარმოებაზე ერთდროულად მუშაობს, ხოლო სპეც. შეკვეთა, როგორც წესი, უფრო მეტ დროსა და ძალისხმევას მოითხოვს, წარმოების დრო ვერ იქნება მოკლე.

რომელი პროდუქციის შეძენა შემიძლია?

საწარმოს აქვს გარკვეული ტექნიკური შესაძლებლობები, რაც გულისხმობს, რომ ყველანაირი პროდუქციის წარმოება არ იქნება შესაძლებელი. თუ გნებავთ კონკრეტულ პროდუქტთან დაკავშირებით მიიღოთ კონსულტაცია, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: 555 55 28 20

Shopping Cart

კომპანია იღებს პასუხისმგებლობას, რომ თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია არის კონფიდენციალური და არ ექვემდებარება მესამე პირისთვის გადაცემას.