საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში!

სამუშაოს მოკლე აღწერა:

ტექნიკოსის პასუხისმგებლობას წარმოადგენს ტექნიკური ზედამხედველობა და მონიტორინგი.

მოვალეობები

  • ტექნიკური ზედამხედველობა/მონიტორინგი;
  • რეპორტების მომზადება;
  • პრობლემის აღმოჩენა და მოგვარებაზე ზრუნვა.

მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება საინჟინრო-ტექნოლოგიური მიმართულებით. (დასაშვებია სხვა მიმართულებით უმაღლესი განათლების კომპენსირება მეტი სამუშაო გამოცდილებით);
  • MS Excel-ის საშუალო დონეზე ცოდნა;

დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილებით;
  • სასურველია ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე.

სხვა აუცილებელი უნარები:

  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  •  სრული სურათის გაანალიზების და კომპანიის საერთო ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედების უნარი.

რას გთავაზობთ:

  • ზრდადი კომპანია დინამიური და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდით;
  • კორპორატიული ავტომობილით ტრანსპორტირება ისნის მეტროდან საწარმომდე;
  • სხვა წამახალისებელი ბენეფიტები სამუშაოს შესრულების ხარისხსა და შედეგებზე დაყრდნობით.

განაცხადის გაკეთების ბოლო ვადა: 10 დეკემბერი

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: HR@kaya.ge – სათაურის ველში აუცილებელია ვაკანსიის დასახელების მითითება.

კაია – KAYA  გარწმუნებთ, რომ თქვენ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის კონფიდენციალურობა იქნება დაცული „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

კაია – KAYA უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს ყველა კანდიდატისთვის მიუხედავად მათი სქესის, რელიგიური აღმსარებლობის, რასის, წარმომავლობისა თუ პოლიტიკური შეხედულებებისა.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!